ჩვენ შესახებ

სამოქალაქო აქტივობების ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციაა

ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ:

  • ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას;
  • აქტიურ მოქალაქეობას - რეგიონებში სამოქალაქო განათლების გაზრდას, მოქალაქეთა ჩართულობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ მონაწილეობას;
  • ეროვნულ უმცირესობათა შესაძლებლობების გაძლიერებას - საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმას, სრულფასოვან ინტეგრაციას;
  • მაღალმთიან დასახლებებში პრობლემების გადაწყვეტას; თემების მობილიზაციასა და მთის სათემო ორგანიზაციების გაძლიერებას; მთაში მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას;
  • რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივიზმის გაზრდას და მათი ინიციატივების განხორციელებას;
  • ევროინტეგრაციას და ამ პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობას;
  • სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარებას.

ისტორია

„სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ (Center for Civic Activities) 2011 წლის 14 თებერვალს დაფუძნდა. ორგანიზაცია მუშაობს საქართველოს რეგიონებში. 
***
დაფუძნებიდან დღემდე, სამოქალაქო აქტივობების ცენტრს საერთაშორისო და ადგილობრივი ფონდების ფინანსური მხარდაჭერით, არაერთი პროექტი და კამპანია აქვს განხორციელებული:

პროექტები

მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირება

დონორი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI)

ვადები: 2019 წელი

პროექტის მიზანი:თუშეთის, პანკისის, ფშავ-ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრისა და ხევის მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა; მთის სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა.

ბიუჯეტი: $ 14 972

მაღალმთიან დასახლებებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა
პანკისის სათემო რადიო WAY - ადამიანის უფლებებისთვის
ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა პანკისში
ადამიანის უფლებებზე ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა პანკისში
პანკისის სათემო რადიოს ტექნიკური მხარდაჭერა
სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერა პანკისში
პანკისის სათემო რადიო WAY - თემის განვითარებისთვის
ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა კახეთში
სოციალურად დაუცველი ადამიანების ადვოკატირება

ჩვენი გუნდი

სამოქალაქო აქტივობების ცენტრის წევრებს გვსურს, ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, უფლებები და თავისუფლებები; ყველა ადამიანს გააჩნია საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა. ჩვენ გვჯერა, რომ აღნიშნული მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. 

ეთერ ფანგანი
ეთერ ფანგანიაღმასრულებელი დირექტორი
გელა მთივლიშვილი
გელა მთივლიშვილიპროექტების მენეჯერი
ეკატერინე წიწრიაშვილი
ეკატერინე წიწრიაშვილიკოორდინატორი
ნინო მაზიაშვილი
ნინო მაზიაშვილიფინანსური მენეჯერი
EWMI

მის: გურჯაანი, იოსებ ნონეშვილის N1, მე-3 სართ.

მხარდაჭერა

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით მთის სათემო ორგანიზაციების გაძლიერების პროექტის ფარგლებში.

© 2019. არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრი