შემოგვიერთდით

#დამიმტკიცეჩემიმიწა

მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობა მამაპაპისეული სახლებისა და მიწის დარეგისტრირებას ვერ ახერხებს, რადგან ამ რეგიონებში არ ჩატარებულა სახლების ინვენტარიზაცია, არ გაიცემოდა სამშენებლო ნებართვები, სახლებს აშენებდნენ პროექტების გარეშე, სათემო ტრადიციების საფუძველზე, მოქალაქეებს არ გააჩნდათ ქონებაზე უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

დღეს მათი მემკვიდრეებიც იგივე პრობლემის წინაშე დგანან - ვერ ადასტურებენ, რომ მიწაც და სახლიც მათ წინაპარს ეკუთვნოდა, ახლა კი მათი საკუთრებაა.

სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა „მთის ამბებთან“ ერთად, 2019 წლის ივლისში დაიწყო კამპანია #დამიმტკიცეჩემიმიწა. კამპანიის ფარგლებში „მთის ამბები“ რეგიონებიდან აქტიურად აშუქებს განსაკუთრებით ახალგაზრდების პრობლემებს, რომლებსაც მთაში დაბრუნება სურთ, მაგრამ მიწის რეგისტრაცია მათთვის ბარიერია. ასევე, სამოქალაქო აქტივობების ცენტრი სწავლობს მუნიციპალიტეტების მერიებში მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიების საქმიანობას. დაგეგმილია მთის მცხოვრებლებისა და სხვადასხვა უწყებების გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა შეხვედრები და რეკომენდაციების მომზადება საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებისთვის.

მის: გურჯაანი, იოსებ ნონეშვილის N1, მე-3 სართ.

მხარდაჭერა

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით მთის სათემო ორგანიზაციების გაძლიერების პროექტის ფარგლებში.

© 2019. არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრი