შემოწირულება

თუ მხარს გვიჭერთ, რომ საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო აქტივიზმი უფრო გაიზარდოს, ადამიანის უფლებები უკეთ იყოს დაცული და მთაში მეტი პრობლემის გადაწყვეტაში დავეხმაროთ მოსახლეობას, შეგიძლიათ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ შემოწირულების სახით დაეხმაროთ:

შემოწირულება შეგიძლიათ გააკეთოთ საბანკო გადარიცხვით:

  • ანგარიშის ნომერი: GE51LB0115195065049003
  • ბანკის კოდი: LBRTGE22
  • მიმღები: ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
  • დანიშნულება: შემოწირულება

 

გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენი „შემოწირულების წესებს“:

  • შემოწირულებას ვიღებთ ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, თუ ეს გავლენას არ მოახდენს ჩვენი საქმიანობის დამოუკიდებლობაზე და არ დააზიანებს ჩვენს რეპუტაციას.
  • არ ვიღებთ შემოწირულებას პოლიტიკური პარტიებისგან, პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული პირებისგან;
  • ასევე, არ ვიღებთ შემოწირულებას კომპანიებისგან, რომლებიც მხილებულნი არიან შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევაში, რომელთა სამუშაო სივრცეში მყოფი დასაქმებულების ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს ზიანი მიადგა ან ადგება; სექსუალურ შევიწროებაში, კორუფციაში მხილებული პირებისა და კომპანიებისგან.

100 ლარის ან/და მეტი ოდენობის შემოწირულების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე. 

შემოწირულებასთან ან სხვა ფორმით თანამშრომლობასთან დაკავშირებით თუ გაქვთ რაიმე კითხვები, მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

მადლობა მხარდაჭერისთვის!

მის: გურჯაანი, იოსებ ნონეშვილის N1, მე-3 სართ.

მხარდაჭერა

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით მთის სათემო ორგანიზაციების გაძლიერების პროექტის ფარგლებში.

© 2019. არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრი