სამოქალაქო აქტივობების ცენტრი

kaenruce

შემოუერთდით კამპანიას – მობილური კავშირგაბმულობა უკანაფშავს

2016-05-12 18:44:25

5669

სამოქალაქო აქტივობების ცენტრის თანამშრომლები შევუერთდით ნოდარ ტოხოსაშვილის და გიორგი თადიაურის მიერ დაწყებულ კამპანიას – მობილური კავშირგაბმულობა უკანაფშავს.

 

უკანაფშავის სოფლებში მობილური კავშირგაბმბულობა არ არის. იმისათვის, რომ „მაგთი-ფიქსის“ ტელეფონიდან დარეკვა შეძლონ, ადგილობრივებს რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა და ადგილის ძებნა უწევთ.

24 წლის ნოდარ ტოხოსაშვილი ზაფხულობით ვაკისოფელში ცხოვრობს. მისი თქმით, უგზოობა და მობილური კავშირის არარსებობა მოსახლეობის მიგრაციის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორებია.

უკანაფშავის 10–ზე მეტი სოფელი, მათ შორის ბეტისჩრდილი, ქინო, ჭეშე, ნაკვალესავი, დაქიმათა, ნანიმათა, ბახია და ბოროლა უკვე ნასოფლარებია. უკანაფშავის 13 სოფელში მუდმივად 40 ოჯახიღა ცხოვრობს, აქედან თხილიანაში 13, შუაფხოში 9, მუქოში 4, უძილაურთასა და ვაკისოფელში სამ–სამი, ბინდაურთაში, ელიაგზაში, ჩალახევში, გოგოლაურთაში, მათურაში, ცაბაურთაში, ხოშარასა და ჭიჩოში თითო– თითო.

 

ნახეთ რეპორტაჟი უკანაფშავიდან

 

ნოდარ ტოხოსაშვილი და გელა მთივლიშვილი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის პროექტების მენეჯერი;

 

ეთერ ფანგანი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი

 

ბესო წითელაური, სოფელ მუქოს მკვიდრი

 

 

 

სამოქალაქო აქტივობების ცენტრი ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია მაღალმთიან დასახლებებში თვითმმართველობების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის და მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა. პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

 

მოგვწერეთ

ვიდეო

ოლეგ სლივიორსტოვის ვიდეობლოგი – არცერთი ფეხი არ მაქვს, არც დახმარება, მშიერი ვარ

კახეთში მშობლები გოგონებს 13 – 14 წლის ასაკშიც ათხოვებენ