სამოქალაქო აქტივობების ცენტრი

kaenruce

პანკისის ხეობაში ვაინახური და ქართული ფოლკლორის საღამო გაიმართება

2016-08-14 15:18:20

3902

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2016 წლის 21 აგვისტოს, პანკისის ხეობაში მართავს ვაინახური და ქართული ფოლკლორის საღამოს.

 

ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ეთნიკური ქისტები და საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (გუდამაყარი, ფშავი, ხევსურეთი, თუშეთი) მცხოვრები მომღერლები.

პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიც არის ეთნიკური უმცირესობის კულტურის პოპულარიზაციის და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, ვაინახური და ქართული ფოლკლორის საღამო ხადორში, სარეინჯერო სახლის ეზოში გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლები მოწვეულ სტუმრებს გააცნობენ ვაინახურ სამზარეულოს – ქისტური ხინკალი, ჯიჯიგ – გალანიშ, ქისტური ხაჭაპური, ჩეჩნური ჰალვა და ა.შ. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება და ძირითადი ნაწილი 21:00 საათზე დასრულდება.

ღონისძიების დაწყებამდე სპეციალური ტური მოეწყობა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები პანკისის ულამაზეს ბუნებას და ხადორის ჩანჩქერს დაათვალიერებენ.

საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული სტუმრების თბილისიდან პანკისში და უკან ტრანსპორტირებას, საოჯახო სასტუმროში ცხოვრებას და კვებას უზრუნველყოფს ღონისძიების ორგანიზატორი – სამოქალაქო აქტივობების ცენტრი. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ხადორში, სარეინჯერო სახლის ეზოში კარვებშიც დაბინავდნენ.

 

საორგანიზაციო ჯგუფის საკონტაქტო ინფორმაცია:

ღონისძიებებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია

Tel: 599 13 42 13;

E-mail: [email protected]

 

ინფორმაცია სხვა საკითხებზე – Tel: 16 100 (კოდის გარეშე) ან 577 52 88 08

 

მოგვწერეთ

ვიდეო

ოლეგ სლივიორსტოვის ვიდეობლოგი – არცერთი ფეხი არ მაქვს, არც დახმარება, მშიერი ვარ

კახეთში მშობლები გოგონებს 13 – 14 წლის ასაკშიც ათხოვებენ