სამოქალაქო აქტივობების ცენტრი

kaenruce

ვიწვევთ ჟურნალისტებს პანკისის ხეობაში პრესტურში მონაწილეობის მისაღებად

2016-08-15 22:22:06

3138

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ იწვევს ჟურნალისტებს პანკისის ხეობაში დაგეგმილ პრესტურში მონაწილეობის მისაღებად. პრესტური გაიმართება 21 აგვისტოს. პრესტურში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფოტორეპორტიორებსა და ბლოგერებსაც.

 

პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტები დაათვალიერებენ პანკისის ხეობას, ღირშესანიშნავ ადგილებს, ხადორის ჩანჩქერს, პანკისის სათემო რადიო WAY-ის ოფისში შეხვდებიან ახალგაზრდებსა და პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. საღამოს დაესწრებიან ვაინახური კულტურის და ქართული ფოლკლორის ფესტივალს, რომელიც გაიმართება ხადორში, სარეინჯერო სახლის ეზოში, ღია ცის ქვეშ. ფესტივალში მონაწილეობენ მომღერლები და მოცეკვავეები პანკისიდან, ფშავიდან, გუდამაყრიდან, ხევსურეთიდან და თუშეთიდან. ღონისძიების მონაწილეებს პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაცია გააცნობს ვაინახურ სამზარეულოს – ქისტური ხინკალი, ჯიჯიგ – გალანიშ, ქისტური ხაჭაპური, ჩეჩნური ჰალვა და ა.შ.

პრესტურის მონაწილეების თბილისიდან პანკისში (21 აგვისტოს, დილით) და პირიქით (22 აგვისტოს, დილით) მიკროავტობუსით ტრანსპორტირების, სასტუმროში ცხოვრებისა და კვების ხარჯებს სამოქალაქო აქტივობების ცენტრი დაფარავს.

მსურველებმა 17 აგვისტოს ჩათვლით ელ.ფოსტაზე: [email protected] მოგვაწოდეთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, ელ.ფოსტა), რომელ მედიაორგანიზაციას წარმოადგენთ და რა საკითხებზე მუშაობთ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: 599 13 42 13

 

„სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ პანკისის ხეობაში სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს.

 

მოგვწერეთ

ვიდეო

ოლეგ სლივიორსტოვის ვიდეობლოგი – არცერთი ფეხი არ მაქვს, არც დახმარება, მშიერი ვარ

კახეთში მშობლები გოგონებს 13 – 14 წლის ასაკშიც ათხოვებენ