სამოქალაქო აქტივობების ცენტრი

kaenruce

გურჯაანის გამგეობაში სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიქმნება

2016-08-17 11:59:58

683

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამგებლის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იქმნება. ამის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

მრჩეველთა საბჭოს შექმნის პროცედურა გურჯაანის გამგეობაში „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მიერ წერილის გაგზავნის შემდეგ დაიწყო. 27 ივლისს კახეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში გაგზავნილი წერილებით „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ მრჩეველთა საბჭოების შექმნისა და მისი საქმიანობის ამსახველ ოფიციალურ დოკუმენტებს ითხოვდა.

2016 წლის 8 აგვისტოს გურჯაანის გამგეობიდან გამოგზავნილ წერილობით პასუხში (რეგისტრაციის №5198) აღნიშნულია, რომ მრჩეველთა საბჭოს დებულება გამგებელმა 2015 წლის 7 ოქტომბერს დაამტიცა, თუმცა საბჭო ჯერჯერობით არ შექმნილა.

არსებული ინფორმაციით, გურჯაანის გამგეობაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა 10 წევრით განისაზღვრება, მათ შორის 5 წევრი შეირჩევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეებისაგან, ხოლო 5 წევრი - ორგანიზაციული ნიშნით წარდგენილი პირებისაგან. საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს (არანაკლებ 10 კაცის შემადგენლობით); მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტს და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. საბჭოს წევრობის კანდიდატთა წარდგენის მსურველებმა მუნიციპალიტეტის გამგებელს განცხადებით 1 სექტემბრამდე უნდა მიმართონ.

 

მოგვწერეთ

ვიდეო

ოლეგ სლივიორსტოვის ვიდეობლოგი – არცერთი ფეხი არ მაქვს, არც დახმარება, მშიერი ვარ

კახეთში მშობლები გოგონებს 13 – 14 წლის ასაკშიც ათხოვებენ