სამოქალაქო აქტივობების ცენტრი

kaenruce

თუშეთის, ხევსურეთისა და პანკისის მოსახლეობამ საკრებულოებს 3 პეტიციით მიმართა

2016-08-17 12:58:09

2668

„სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მხარდაჭერით, ახმეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობამ შესაბამის საკრებულოებში 3 პეტიცია წარადგინა. პეტიციების მიზანი მაღალმთიან დასახლებებში ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სერვისის დანერგვა და თუშეთის გზაზე საზოგადოებრივი სარგებლობის საპირფარეშოების მოწყობაა.

 

2016 წლის 18 ივლისს წარდგენილი პეტიციით, ახმეტაში, პანკისის ხეობის სოფელ ქორეთის მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სერვისის დანერგვას, ასევე სოფლის საუბნო გზების შეკეთება-რეკონსტრუქციას მოითხოვს. პეტიციას ხელს აწერს ქორეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 330 ამომრჩეველი.

დუშეთის მუნიციპალიტეტის შატილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობის პეტიციაც ნარჩენების შეგროვებისა და გატანის მოწესრიგებას შეეხება. პეტიცია დუშეთის საკრებულოს 2016 წლის 11 ივლისს წარედგინა და ხელმოწერილია 319 ამომრჩევლის მიერ.

მაღამლთიანი თუშეთის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან ნარჩენების შეგროვებისა და გატანის მოწესრიგებას, ასევე თუშეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზის განაპირას, 4 სხვადასხვა ადგილზე საზოგადოებრივი სარგებლობის საპირფარეშოების მოწყობას ითხოვს. პეტიციას ხელი მოაწერა 314-მა მოქალაქემ და საკრებულოში შეტანილ იქნა 2016 წლის 15 აგვისტოს.

სამივე პეტიციის მომზადება და მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვება „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ წარმომადგენლებისა და შერჩეული მოხალისეების - ისლამ გორგიშვილის, ანნა ჭინჭარაულისა და შალვა მოურავიძის უშუალო აქტივობით განხორციელდა. აღნიშნული პირები საკრებულოს სხდომაზე პეტიციების განხილვას მომხსენებლის სტატუსით დაესწრებიან.

„სამოქალაქო აქტივობების ცენტრი ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ახმეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან დასახლებებში თვითმმართველობების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის და მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა. პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

ამ თემაზე:

დუშეთის საკრებულომ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ რეკომენდაცია გაიზიარა

როგორ მივმართოთ ადგილობრივ თვითმმართველობას პეტიციით

პეტიციის წარდგენა დასახლების საერთო კრების მიერ

 

 

მოგვწერეთ

ვიდეო

ოლეგ სლივიორსტოვის ვიდეობლოგი – არცერთი ფეხი არ მაქვს, არც დახმარება, მშიერი ვარ

კახეთში მშობლები გოგონებს 13 – 14 წლის ასაკშიც ათხოვებენ