სამოქალაქო აქტივობების ცენტრი

kaenruce

ანგარიშები

  • საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ფორმალური შეცდომა დაუშვა

    პრაქტიკაში არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც ნორმატიულ აქტებსა და ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებში, ასევე სასამართლოების გადაწყვეტილებებში (მათ შორის, უზენაესი სასამართლოსი), არასწორად არის სახელდებული სამართლებრივი აქტის მუხლის სტრუქტურული ელემენტები - „პუნქტის“ მაგივრად მითითებულია „ნაწილი“ ანდა პირიქით, „ქვეპუნქტს“ უწოდებენ „პუნქტს“ და ა.შ.. უფრო მეტიც, ასეთი უზუსტობა გვხვდება ზოგიერთ კანონშიც (მაგალითად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტში).

  • თვითმმართველი ქალაქების ბიზნესმენი მერები და დეკლარაციებში გამოვლენილი კანონდარღვევები

    სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა შეისწავლა საქართველოში არსებული 12 თვითმმართველი ქალაქის მერის 2014-2015 წლების ქონებრივი დეკლარაციები, რომლებიც ხელმისაწვდომია „საჯარო სამსახურის ბიუროს“ ვებგვერდზე. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ 5 თვითმმართველი ქალაქის მერი კანონის მოთხოვნებს უხეშად არღვევს.

  • მუნიციპალიტეტების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები (კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიმოხილვა)

    კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოები არღვევენ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნებს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის საკითხში. რიგ შემთხვევებში სარგოს ოდენობა ძველი კანონმდებლობის შესაბამისად არის განსაზღვრული, რის შედეგადაც საჯარო მოხელეთა ერთი ნაწილის ხელფასის ოდენობა კანონმდებლობით დასაშვებ ოდენობაზე მეტია, ზოგიერთი კატეგორიის მოხელისა კი პირიქით.

  • უფასო სასადილოების საქმიანობის მონიტორინგი

    არასამთავრობო ორგანიზაციამ - „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ განახორციელა კახეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში არსებული უფასო სასადილოების საქმიანობის მონიტორინგი.

მოგვწერეთ

ვიდეო

ოლეგ სლივიორსტოვის ვიდეობლოგი – არცერთი ფეხი არ მაქვს, არც დახმარება, მშიერი ვარ

კახეთში მშობლები გოგონებს 13 – 14 წლის ასაკშიც ათხოვებენ